ბესელიამ პოლიტ-პატიმართა სიაში თაღლითობის მუხლით დაპატიმრებული პირი ჩასვა – დაზარალებული იზოლდა კლაუ

დაზარალებული იზოლდა კლაუ ბესარიონ ხვინთელიანის პოლიტ-პატიმართა სიაში მოხვედრას აპროტესტებს.

დაზარალებულის მტკიცებით, საქმე ეხებოდა თაღლითური გზით ქონების წართმევას და სწორედ ამ ბრალდებით მოხვდა ბესარიონ ხვინთელიანი პატიმრობაში.

დღეს იზოლდა კლაუს თაღლითური გზით დაკარგული ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

თაღლითობის ბრალდებით ციხეში შესული ადამიანი კი ციხიდან გამოვიდა პოლიტ-პატიმრის სტატუსით, რითაც, როგორც იზოლდა კლაუ აცხადებს, დაირღვა მისი, როგორც დაზარალებულის, უფლებები.

„ეკა ბესელიას კატეგორიულად მოვთხოვე, ეპასუხა, რატომ მოხვდა ამ სიაში ბესარიონ ხვინთელიანის, რაზეც მივიღე პასუხად, რომ ამ ადამიანს სამი პარლამენტარი დაუდგა თავდებში. ჩემის აზრით კი, ბესარიონ ხვინთელიანის პოლიტ-პატიმრის სიაში მოხვედრა განაპირობა მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძისა და ეკა ბესელიას მეგობრობამ, ასევე მერაბ ტურავას ნათელ-მირონობამ. ვფიქრობ, ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი,“ – აცხადებს იზოლდა კლაუ.

Comments
Loading...