ბესელიამ რა იცის, რა ჩვენება მაქვს მიცემული
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებას ეხმიანება.
„მან რა იცის, მე რა ჩვენება მაქვს მიცემული. მე მაქვს ჩვენება მიცემული კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ დამკვეთზე, კონკრეტულ პატიმარზე – ვინ იხდიდა, და რამდენიმე კონკრეტულ პოლიტიკოსზე. იქიდან რა არის სიცრუე, რა დამტკიცდება, რა მტკიცებულებებს წარვადგენ, რა მტკიცებულებებს თავად პროკურატურა მოიპოვებს, ეს რა იცის ქალბატონმა ეკამ? არ მინდა, დავიჯერო, რომ იმ ერთმა წესიერმა ბიჭმა, რომელიოც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, პროკურორმა გიორგი მუჯირმა, იკადრა უკადრებელი და წინასწარ, სხვებს წააკითხა მსგავსი რამ. არაფერს არ გამოვრიცხავ. პროკურატურა, თავისთავად, ნდობას არ იმსახურებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.