ბესელიას თქმით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე ყველა მოწმე დაიკითხება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებაში ტრაგიკულს ვერაფრს ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, სასამართლოს ეს მითითება შესასრულებელია.

“ვინაიდან, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მისთვის საკმარისი არ იყო მასალები, რომელიც უკავშირდება ვანო მერაბიშვილის განცხადებას, თითქოსდა, მისი საკნიდან გაყვანის თაობაზე, ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს ამ ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩატარება და შედეგების სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდება უნდა დავავალოთ. შეიძლება მოხდეს ყველა მოწმის დაკითხვა და ინფორმაციის გადამოწმება.

სპეკულაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრას ნიშნავს. სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონოდ დააკავეს ან ის, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია“, – დასძინა ბესელიამ.

Comments
Loading...