ბესო დანელია: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”

ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს მიერ ძებნილ პირთა ჩამონათვალში, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა აღარ იძებნება.
აღნიშნულ ინფორმაციას “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ბესო დანელია ეხმაურება.

რომელ ნატოსა და ევროკავშირზე საუბრობს ჩვენი ხელისუფლება? მათი სამწლიანი მოღვაწეობის პერიოდში იმ ადამიანების უმრავლესობას რომლებსაც მთელი ერი ადანაშაულებს უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში და ყველას კარგად მოეხსენება ვინც საქართველოში ცხოვრობდა იმ 9 წლიანი ტერორისა და სისხლიანი მმართველობის პერიოდში თუ როგორ კოშმარი და შიშში უწევდათ ადამიანებს ყოფნა მაშინ როდესაც ცოლ-ქმარიც კი საკუთარ საძინებელში ჩურჩულით ელაპარკებოდნენ ერთმანეთს .ტოტალური რეპრესიებისა და წამების ფონზე ყველა კარგად ვხედავდით როგორ შენდებოდა დიქტატურისკენ მიმავალი ავტორიტარიზმით გაჯერებული ,, დემოკრატიის შუქურა ,, და ამ ყველაფრის შემოქმედნი რომელთაც ხელისუფლებამ ელემენტარულად ვერც კი დაუმტკიცა ის რაც ხელის გულზე დევს და ევროპაში დაკავებული ახალაიას და კეზერაშვილის სასამართლო მათი განთავისუფლებით დამთავრდა რადგან საქართველომ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ . დღეს კოდუას მოუხსნეს წითელი ცირკულარი ინტერპოლმა იგივე მიზეზით მთავარი დამნაშავე და თავი და თავი ამ ყველაფრის კი უკრაინის პრემიერობას აპირებს ! ბატონებო ნათელია ის , რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლა არა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის და დემოკრატიული ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად მოხდა, არამედ თქვენი საკუთარი ინტერესებისა და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად , რაზეც კარგად მეტყველებს თქვენი პრემიები და მშიერი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით ნაყიდი ძვირადღირებული ავტომობილები და ფუფუნების საგნები . არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა . no justice no peace !

Comments
Loading...