ბესო დანელია:”ჩვენი რეიტინგი საკმაოდ სოლიდურია და უფრო გაიზრდება არჩევნების მოახლოვებისას”

მინდა გამოვეხმაურო იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მიზნით აქტიურად ავრცელებენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ დაქირავებული პროვოკატორების გავრცელებულ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით , რომ ,,დემოკრატიული მოძრაობა ,, ვინმესთან მიერთებას, ან ვინმესთან გარიგებას აპირებს და არ აპირებს სერიოზულ ბრძოლას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე . თუ ვინმეს დაავიწყდა მინდა შევახსენო , რომ ქართული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისგან განსხვავებით ჩვენ, ის პოლიტიკური ძალა ვართ ,რომლის ვერც მოსყიდვით , ვერც დაშინებით , ვერც დატერორებით ,ვერც ჩვენი გუნდის წევრების ხოცვა-ჟლეტით ,პოლიტპატიმრებად და ინვალიდებად ქცევით ,სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ვერ შეძლო ვერც ჩვენთან გარიგება და ვერც ჩვენი შეჩერება. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ერთი წუთით არ შეგვიჩერებია მუშაობა და პირველი მაისიდან ვიწყებთ უკვე ღია საარჩევნო კამპანიას .ნიშანდობლივია , ის გარემოება, რომ ხელისუფლების გუნდი ალაპარაკდა იმაზე, თითქოსდა შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს და ეს სრულიად ბუნებრივია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, არა თუ შესაძლებელია, არამედ აუცილებლად დაინიშნება მეორე ტური , რადგან ხელისუფლებას სუსტი პოზიციები აქვს და რაც არ უნდა ილაპარაკონ ფაქტია, რომ სახეზეა უმძიმესი პოლიტიკური ვითარება და სახელისუფლებო კრიზისი ქვეყანაში ,რაც განპირობებულია დამნაშავე ,,ნაც-მოძთან,, კოაბიტაციით და ხშირ შემთხვევაში მათთან გარიგებით ,ასევე ანტი-ეროვნული ძალების წინა პლანზე წამოწევით და მათი მხრიდან ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებით .ხელისუფლების წევრების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს სახელისუფლებო გუნდი ამ მოცემულობაში უბრალოდ არასერიოზულია.მიუხედავად
იმისა , რომ ხელისუფლებამ არავითარი ძირეული ცვლილება არ მოახდინა საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციისათვის და არჩევნები ტარდება ისევ ,,ნაც-მოძის,, მიერ შექმნილი კაბალური,ავტორიტარული საარჩევნო კოდექსით და ,,კაციტაძის სიებით,, სადაც თითქოსდა სამი მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველია საქართველოში ,რაც სოციალისტური საქართველოს დროინდელი მონაცემებია და უბრალოდ სასაცილოა , ,,დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი მიზანი არა მინიმალური ბარიერის გადალახვა, არამედ ხელისუფლებაში მოსვლა , პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობა და ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში აქტიური თანამონაწილეობაა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების გასატარებლად და საქართველოს უმძიმესი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობიდან გამოსაყვანად .წლების განმავლობაში შეუპოვარი ბრძოლის , თანმიმდევრული პოლიტიკის და ჩვენი ლიდერის სიბრძნისა და დიდი პოლიტიკური გამოცდილების წყალობით, ბოლო კვლევებით ,,დემოკრატიული მოძრაობის,, რეიტინგი საკმაოდ სოლიდურია და უფრო გაიზრდება არჩევნების მოახლოვებისას. ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და როგორც ყოველთვის კვლავ ჩვენი ქვეყნისათვის ბრძოლის ავანგარდში ვიქნებით ! მჯერა , რომ საქართველო გაიმარჯვებს და ამ გამარჯვებაში ჩვენ დიდ წვლილს შევიტანთ!

წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე , პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერი, ბესო დანელია.

Comments
Loading...