ბევრი ვიცით ჩვენ, რომ მოიხმარეს მარიხუანა და მერე დაინვალიდდნენ – ემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კომენატრას აკეთებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუ პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი შევა და ის მხარს დაუჭერს მას.
“მარიხუანასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მაქვს კონკრეტული მოსაზრება და ამხელა სასჯელი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რაც არის. მთლად თავისუფალიც რომ არ უნდა იყოს, ფაქტია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიცით ჩვენ, რომ მოიხმარეს და მერე დაინვალიდდნენ ადამიანები გონებრივად. ამის საშიშროება არსებობს, რა თქმა უნდა. ამიტომ რაღაცა რეგულაციები უნდა იყოს”, – განაცხადა კვიციანმა.