კომპანია “ბიბლუსი” საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 9 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვის ავტორებს სასამართლოში უჩივის და მათ მიერ გავრცელებული ფაქტების უარყოფას მოითხოვს. შესაბამისი სარჩელით “ბიბლუსმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
აღნიშნული კომპანიის გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე მოვლენების პროვოცირებაში “აუდიტორია 115”-ს ადანაშაულებს.
“ეს ყველაფერი, რაც პროვოცირებული იყო გარკვეული ჯგუფების მიერ და ძალიან ცუდი ფორმა მიეცა ამ ყველაფერს. სასამართლოს და სამართლიანობის აღდგენით, იგივე ფორმიებით, რომ უარყონ ამ ადამიანებმა, რადგან ძალიან დიდი სიცრუე იყო იმ ყველაფერში, რაც გამოქვეყნდა”, – განაცხადა “ბიბლუსის” გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ 9თებერვალს კომპანია “ბიბლუსის” ორმა ყოფილმა და ოთხმა მოქმედმა თანამშრომელმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც კომპანიის მიმართ სხვადასხვა ბრალდებებზე ისაუბრეს.
info7.ge