ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი სამებაში ერთად იმყოფებიან
საქართველოს 2 ყოფილი პრემიერი და პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან.
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი ოჯახის წევრებთან და მრევლთან ერთად პატრიარქის აღსაყდრების 38-ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგიას ესწრებიან.
მათ მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.