ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება
ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა . როგორც კვაჭანტირაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ივანიშვილი კოალიციის სულის ჩამდგმელად და უპირობო ლიდერად რჩება და მისი მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. “ქართული ოცნების” ცეტნრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მასთან ერთად ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.