Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში აშშ დოლართან მიმართებაში ლარი გამყარების დინამიკას აჩვენებს

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, 1 აშშ დოლარი 2.6900 ლარად ივაჭრება.

აღნიშნული მონაცემი თბილისის დროით, 11:30 საათისთვის ფიქსირდება. ლარი დოლართან მიმართებით გამყარების დინამიკას აჩვენებს.

რამდენიმე საათის წინ, Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2.7500 ლარი ღირდა, თუმცა შემდეგ ვალუტამ გამყარების ტენდენცია აჩვენა და 2.6900 ლარამდე დაიწია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიცილურ გაცვლით კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7710 ლარს შეადგენს.

ლარის გაუფასურების ფონზე, ეროვნული ვალუტა ბაზარზეც უფასურდება. ზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი 2.76 ლარს აღწევს.

Comments
Loading...