ბოკუჩავა: სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება“ არ ცდილობს, დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მისი გუნდი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოთქმულ რიგ შენიშვნებს იზიარებს, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს ეხება.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთოს.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაგვიანებულია და კარგი იქნებოდა, ამ პროცესში პრეზიდენტი დროეულად ჩართულიყო. სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება“ არ ცდილობს, დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ. ამის ნაცვლად ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემის უზურპაცია მოახდინონ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. პარლამენტი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ პროექტზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.

Comments
Loading...