„ბორჯღალოსნები“ რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ
“ბორჯღალოსნების” დამარცხება რუმინელებმა ანგარიშით 8:7 შეძლეს. შესაბამისად, ტურნირისა და ანთიმოზ ივერიელის თასის გამარჯვებული რუმინეთი გახდა.
რაგბი ევროპის გათამაშების მეხუთე შეხვედრა რუმინეთში, ბუქარესტის არკულის სტადიონზე გაიმართა.
რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველად შეძლო.