ბუდაპეშტის ქუჩაზე წუხელ დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი გოგა კვარაცხელია დღეს დილით გარდაიცვალა.

21 წლის გოგა კვარაცხელია გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთ-ერთი თავში. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Comments
Loading...