“ჩაქუჩი მომხვდა და გავითიშე, ლიფტებს ანგრევს” – დაპირისპირება ბერი ნიკოლოზის მრევლსა და მოსახლეობას შორის
ხმაური იყო გუშინ ზესტაფონის ქუჩაზე. ადგილობრივები ბერი ნიკოლოზს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მამაო საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტებს აჭედებს.
სასულიერო პირს თავისი მომხრეები ჰავს, რომლებიც თავის მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობას უპირიპირდება.
მრევლი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბერი ნიკოლოზი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
“როდესაც ლიფტი გაჩერდა, იყო საფრთხე ჩაწყვეტის ლიფტის და გაგვაფრთხილეს, რომ არ უნდა გვემოძრავა ლიფტით,”-აცხადებს ბერი ნიკოლოზი.
ადგილობრივი მამუკა რეხვიაშვილი კი ირწმუნება, რომ მან ლიფტის აჭედვისას დაზიანებები მიიღო.
“ხმაურზე გამოვედით და ვნახეთ რომ ლიფტებს აჭედებდა, იმ დროს ჩემი და უნდა მოსულიყო, პანიკაში ჩავარდა გაიღო კარები და დახვდა ეს ფარდა, დავიხარე რომ გამომეყვანა და ამ დროს ჩაქუჩი მომხვდა და გავითიშე. ლიფტებს ანგრევს,”-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მამუკა რეხვიაშვილმა.
ადგილობრივები მამაოს გარდა მრევლთან დაპირისპირებაზეც საუბრობენ.
“საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ორივე ლიფტი დანგრეულია, როდის აღდგება კაცმა არ იცის. რამე უკმაყოფილება რომ წარმოთქვა მთელი მრევლი თავზე გესხმის,”-განაცხადა მზია ხიდაშელმა.
პატრიარქის მდივნის განმარტებით ბერ ნიკოლოზს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 15 წლის წინ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება.
წყარო: newposts.ge