ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს გერმანულმა ვერსიამ ანგელა მერკელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ერთ ხელში ბუნდესტაგის არჩევნებში მისი კონკურენტის, ევროპარლამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, მარტინ შულცის მოკვეთილი თავი უჭირავს, ხოლო მეორეში სისხლიანი დანა,-ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ჟურნალ Der Spiegel-ში გამოქვეყნებული კარიკატურაც მოხვდა, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელში სისხლიანი დანა უჭირავს, ხოლო მეორეში თავმოკვეთილი თავისუფლების ქანდაკება. Washington Post-ის ინფორმაციით, აღნიშნული გამოსახულების ავტორი ედელ როდრიგესია. გამოცემის თანახმად, იგი აშშ-ში კუბადან 1980 წელს პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა.
ამჯერად კი, როგორც როგორც სხვა ლტოლვილები და ემიგრანტები ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გაკაცრების თაობაზე, ახალმა დადგენილებამ აღაშფოთა. “ეს დემოკრატიისა და წმინდა სიმბოლოებისთვის თავის მოკვეთაა”, – განაცხადა როდრიგესმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამკაცრებს საემიგრაციო პოლიტიკას. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, 120 დღის განმავლობაში აშშ-ში იკრძალება დევნილების მიღება. გარდა ამისა, 90 დღის განმავლობაში აშშ-ში აიკრძალა შვიდი ქვეყნის მოქალაქეების შეშვება, ქვეყნების, რომელთა მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანები არიან. საუბარია ირანის, ერაყის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებზე
ipress.ge