“ჩემი მეუღლე ლადო ბედუკაძე პოლიტიკაში თუ მოვა, პირველი ლედი ვიქნები”

ტრანსგენდერი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, რომ თუკი ლადო ბედუკაძემ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, მას ამ შემთხვევაში პირველი ლედის სტატუსი ეკუთვნის. განცხადება ტატიშვილმა TVM NEWS-თან საუბარში გააკეთა:

”ჩემმა მეუღლემ ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ შესაბამისად თუ ის ოქტომბერში გახდა ქვეყნის პრეზიდენტი მე პირველი ლედის ტიტულს მივიღებ. ზოგადად უახლოეს პერიოდში მეც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. პარლამენტში მოხვედრის სურვილი მაქვს”, – განაცხადა ტატიშვილმა.

ტატიშვილის ამ განცხადებას “მარშალპრესთან” საუბარში ეხმაურება ლადო ბედუკაძე. მისი განცხადებით, გიორგი ტატიშვილს “პირველი ლედის სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის”

“ეკუთვნის, ეკუთვნის. თუ მან ასე თქვა, ნამდვილად ეკუთვნის”, – განაცხადა ბედუკაძემ “მარშალპრესთან”.

წყარო: marshalpress.ge

Comments
Loading...