“ჩემმა ქვეყანამ 700 ევროდ გამყიდა” -ემიგრანტის წერილი
სათქმელი ბევრი დამიგროვდა საყვარელო ქვეყანავ, მოვუხსნი ეხლა გუდას პირს და გადმოვუშვებ რაც კი რამე მაქვს სათქმელი! მე შენი შვილი ვარ, ის შვილი, 10 წლის წინ რომ საკუთარი მიწიდან მოიგლიჯე და სხვა ქვეყანას გადაეცი თვეში 700 ევროდ! ვერ მომიარე, დავიჩივლებ და კიდევ აქეთ წამომარტყამ თავში ხელს წუწუნით გული ნუ გამომიღეო!
10 წლის წინ დავადექი გზას და დღემდე მივდივარ, ოღონ საითკენ ეს არარ ვიცი. ოჯახი მაშინ ინგრევა, როცა სხვა ქვეყანაზე ყიდიან, სახლში ახლა მე უფრო მელოდებიან თუ ფულს? შენ გაქვს ამაზე პასუხი ჩემო საყვარელო ქვეყანავ? მე მაქვს!
ჩემი ოჯახი მაშინ დაინგრა, როცა ავდექი და წამოვედი, გამოვიხურე სახლის კარები უვადოდ! დიახ, ყველა კაცი ერთნაირი არაა-ო რომ იტყვიან, ნისკარტს რომ გამოუწმენდენ! მე იმდენად გაბრაზებული ვარ, ყველა მამრობით სქესს ერთ ქვაბში ვხარშავ და ნურავინ მეტყვის, ასე ნუ იქცევიო!!
მე, საკუთარი ქვეყნისგან გაყიდული, საკუთარმა ქმარმაც გამყიდა, დამმარხა, დამასამარა!! სახლში მოიყვანა და დაისვა “გაპრანჭული თოჯინა”, რომელსაც ხელზეც კი ჩემი გამოგზავნილი ფულით ნაყიდი კრემი ესვა, რომ კანი არ გამოშრობოდა!!
მე მოგმართავ შენ! ქალო, ქართველო! რომელიც ამ ნაბიჯს დგამ, ცოტახანში, როცა შენი ხელებიც ისევე გამოშრება და დაჭკნება, როგორც ჩემი ხელები, ოღონ ერთი განსხვავებით! ჩემი ხელის თითოეულ ნაპრალში-შრომაა ჩადებული, თავდადებაა ჩადებული, შენი ხელები კი იმიტომ გამოშრებიან, რომ კაცს, რომელმაც “ცოლად” დაგისვა (ოფიციალურად არ ვარ გაყრილი ამ არაკაცთან) არ ექნება შენი ხელის კრემის ფული, იმიტომ, რომ ერთ თეთრსაც ვერ ეღირსება ჩემგან, შენც იქ აღმოჩნდები სადაც მე ვარ, ან უარესი- ქუჩაში! შენ ხომ მაინც ასეთი ხარ ქუჩის ქალი!!
არ ვიცი, საიდან ვპოულობ ამდენ ძალას საკუთარ თავში, ყველა ტკივილი უფრო მაძლიერებს! მოგმართავთ ყველას, ვინც ერთხელ მაინც იტყვის “ტვინი ნუ წაიღეს ემიგრანტებმა წუწუნითო”, საკუთარ სულებში ჩაიხედეთ, საკუთარ ქვეყანაში ჩაიხედეთ და მიხვდებით, რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ერთ სიტყვასაც არ იმსახუებთ ჩვენგან, ქალებისგან, რომლებმაც ქვეყანა გადაარჩინეს! ქვეყანა, რომელმაც ისინი 700 ევროდ გაყიდა! და ნუ გაბედავთ ვინმემ მითხრათ, რა ქნას კაცმა სამსახური არ არისო, თავის მოჭრას-თავის მოკვლა ჯობია!!!
მარინა თომაძე
bulvari.ge
შენიშვნა: ფოტო არქივი