„ჩემს ავადმყოფობებს უხდება“ – დიაკონი, რომელიც მარიხუანას მომხმარებელია
სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონის, გიორგი ჯახუას თქმით, ის მარიხუანას მომხმარებელია.
როგორც მამა გიორგიმ თოქ-შოუ „პროფილში“ აღნიშნა, მცენარეს მკურნალობის მიზნით იყენებს.
„დიდი ჩამონათვალია ჩემი ავადმყოფობების, რომელსაც უხდება. ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასე გადავწყვიტე“, – აღნიშნავს გიორგი ჯახუა.

დიაკონის სახლიდან სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად, ორი ძირი კანაფი ამოიღეს ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.