ჩერნოვეცკიმ, 80 წლის ქალის დამყაჩაღებელზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოდ 10 ათასი დააწესა

ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი, იმ პირებზე ინფორმაციის სანაცვლოდ, რომლებმაც 13 მარტს თბილისში 80 წლის ქალი დააყაჩაღეს, ჯილდოს სახით 10 ათას ლარს აწესებს. ამის შესახებ იგი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“რა ნაძირალა უნდა იყო, რომ მოხუცს თავს დაესხა, სცემო და ბოლო ფული წაართვა! ნუთუ ქართველები მოხუცების პატივისცემისა და თანაგრძნობის ტრადიციებს კარგავენ?!
ჩემი გვერდის ძვირფასო სტუმრებო, თუ რომელიმე თქვენგანი ფლობს დეტალურ ინფორმაციას ამ საშინელი შემთხვევის და ამ ქალბატონის საჭიროებების შესახებ, – მე მზად ვარ, მას დახმარება გავუწიო! და მე ვაწესებ ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით, ვინც მოგვცემს ამ მოძალადეების შესახებ ინფორმაციას! შენიშვნა: მოწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს გაცემის პირობები გამოქვეყნდება უახლოესი 5 დღის განმავლობაში”.

13 მარტს, თბილისში, კაჭრეთის ქუჩის #22-ში მცხოვრები 80 წლის ქალი დააყაჩაღეს. როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2 წერს, თავდამსხმელები ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახლიდან სამი ათასი დოლარი წაიღეს. დაშავებული საავადმყოფში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
on.ge

Comments
Loading...