ჩილეში მომხდარი 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს

ჩილეში მომხდარი მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა სამხრეთ ჩილეში, პუერტო მონტიდან 225 კილომეტრში 14:22 საათზე (GMT) მოხდა.

მისი სიღრმე დაახლოებით 15 კილომეტრი იყო. ჯერჯერობით მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, ჩვენ გავეცით ევაკუაციის ბრძანება ბიობოს სანაპირო ადგილებიდან – არაუკანიადან, ლოს რიოსიდან, აისენიდან – ნათქვამია განგაშის შესახებ გავრცელებულ ცნობაში.

წყარო : guardian.ge

Comments
Loading...