ჩინეთის მოქალაქე თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე “ჩინური მასაჟის სალონის” ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ძინლან ჰ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.