ჩინეთში 41 წლის, დანით შეიარაღებული კაცი საბავშვო ბარის ღობეზე გადაძვრა და ბავშვებს თავს დაესხა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 11 ბავშვი დაშავდა, 3 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი.
დამნაშავე ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.
დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.