ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სტიქია განსაკუთრებით ჰებეისა და ჰენანის პროვინციებს შეეხო, დაზიანდა ათასობით სახლი და ნათესები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ჩინეთში მომხდარი სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი დაიკარგა.

„როიტერსის“ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, ჩინეთის მასშტაბით 17 მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ზარალს აუცილებლად აანაზღაურებს.
წყარო: sazogadoeba.ge

Comments
Loading...