ჩინურმა რობოტ-ჟურნალისტმა პირველი სტატია გამოაქვეყნა

სანამ ათობით ათასი სტუდენტი მთელ მსოფლიოში ჟურნალისტის პროფესიას შესაბამის ფაკულტეტზე შეისწავლის, ჩინელებმა რობოტი-კორესპოდენტი შექმნეს, რომელმაც პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, რობოტ-ჟურნლისტის მიერ დაწერილი სტატია გაზეთ Southern Metropolis Daily-ში გამოაქვეყნეს. 300-იორეგლიფიანი სტატიის დაწერას რობოტმა მხოლოდ ერთი წამი მოანდომა.

პეკინის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, რობოტ-კორესპოდენტს შეუძლია მონაცემების ანალიზის საფუძველზე, გაცილებით გრძელი სტატიაც დაწეროს.

აღნიშნული გამოგონება, შესაძლოა, გაზეთებსა და სხვა საინფორმაციო გამოცემებში მალედამხმარედ აიყვანონ. მას ასევე შეუძლია რედაქტორად და რეპორტიორადაც იმუშაოს“, – აღნიშნავს პროფესორი.

პროფესორი Southern Metropolis Daily-სთან ერთად ლაბორატორიას ქმნის, სადაც მედია-რობოტებს გამოიკვლევენ და მათ გაუმჯობესებაზეც იზრუნებენ.

 

წყარო : wyaro
Comments
Loading...