პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველომ შეძლო და ის ძირითადი შეფერხებები გადალახა, რაც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს აჭიანურებდა.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩუგოშვილმა აღნიშნა, გუშინ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, დარჩენილია ბოლო ტექნიკური ნაბიჯი, რადგან ევროპარლამენტში საქართველოს ამ გადაწყვეტილების ბოლომდე მისაყვანად მხარდაჭერა აქვს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე ევროპაში თავისუფალ მიმოსვლას შეძლებენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
გაწეული სამუშაოებისთვის ჩუგოშვილმა მადლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაუხადა.