„ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობისთვის და ხელისუფლებაში მეტი რესპუბლიკელისათვის“

„ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობისთვის და ხელისუფლებაში მეტი რესპუბლიკელისათვის“- ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წარმატების საწინდარი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა.

„ჩვენ ჩავაბარეთ ბევრი გამოცდა, ჩავატარეთ ღია არჩევნები, მაგრამ წინ ახალი გამოწვევებია. კოალიციის და ქვეყნის სიძლიერისა და სიმტკიცისათვის აუცილებელია მისი მეტად დემოკრატიზაცია. ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა, ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი. დემოკრატიული მოდერნიზაცია ევროპული არჩევანია.ჩვენ ვაძლიერებთ კოალიციას, ჩვენ ვართ სანდო პარტნიორები. ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობისთვის და ხელისუფლებაში მეტი რესპუბლიკელისათვის.“ -განაცხადა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტიის რიგით XVI ყრილობა დღეს გაიმართა, სადაც პარტიის ეროვნული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობა მომდევნო ორი წლის ვადით აირჩიეს, ხოლო ახალმა ეროვნულმა კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ხათუნა სამნიძე აირჩია.

Comments
Loading...