ჩვენგან ვინც მიდიან ისინი არიან ჩათლახები – ზურაბ ჯაფარიძე

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა, ინგა გრიგოლიას გადაცემის პირდაპირ ეთერში იკამათეს.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” , ისევე როგორც “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა და ის ორივე პარტიას ეკონომიკურ დებატებში იწვევს. პეტრე ცისკარიშვილმა ზურაბ ჯაფარიძეს ივანიშვილის სატელიტი უწოდა, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მსგავსი ბრალდებებით ენმ ცდილობს თავისი ნაკლოვანებები დაფაროს:
“მესიჯი, რომ ჯაფარიძე არის ივანიშვილის მოსყიდული, თქვენ გჭირდებათ იმ 15%-იანი ელექტორატისთვის, რომ ისინი დაარწმუნოთ, რომ ჩვენგან ვინც მიდიან ისინი არიან ჩათლახები”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Comments
Loading...