ჩვენი კეთილი მეზობლები და 9-გზის უარყოფილი საქართველო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ განიხილა აფხაზეთიდან და ე.წ.სამხრეთ ოსეთიდან დევნილების საკითხი. წელს რეზოლუციის პროექტს ხმა 76 წევრმა სახელმწიფომ მისცა, წინააღმდეგ წავიდა – 15, 64 – მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

გაეროს გენერალური ასამბლეა, რეზოლუციას ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ, 2008 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იღებს.

1. 2008 წელს რეზოლუცია ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ ( კენჭისყრა ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე) რეზოლუციას მხარი 14 -მა ქვეყანამ დაუჭირა, 11-მა ხმა წინააღმდეგ მისცა , ხოლო 105 -მა თავი შეიკავა,

2. 2009 წელს რეზოლუციას ხმა 48- ქვეყანამ მისცა, წინააღმდეგ – 19 წავიდა ; თავი შეიკავა – 78-მა სახელმწიფომ;

3. 2010 წელს 17-ით გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა, 86 -მა თავი შეიკავა;

4. 2011 წელს 57-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 13 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 74-მა თავი შეიკავა;

5. 2012 წელს ქართველი დევნილების დაბრუნებას 60-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ იყო 15 ქვეყნა, 82 -მა თავი შეიკავა;

6. 2013 წელს 62-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი საქართველოს შესახებ რეზოლუციას ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ, წინააღმდეგ წავიდა 16 ქვეყანა, 84-მა ქვეყნამ თავი შეიკავა;

7. 2014 წელს რეზოლუციას ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ ხმა 69-მა ქვეყანამ მისცა, 13 ქვეყნა წინააღმდეგი იყო, 79-მა თავი შეიკავა;

8. 2015 წელს გადაწყვეტილებას 75-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 16 იყო, თავი შეიკავა – 78-მა წევრმა სახელმწიფომ ;

9. წელს რეზოლუციას ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ ხმა 76-მა სახელმწიფომ მისცა, წინააღმდეგ 15 წავიდა , თავი შეიკავა – 64 წევრმა სახელმწიფომ.

რა საკვირველია წელსაც კვლავ შენარჩუნდა “ძველი სომხური კეთილმეზობლური ტრადიცია”, რომლის მიხედვითაც, ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი სომხეთი ყოველ ჯერზე ხმას ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ წინააღმდეგ აძლევს!

ერთი წამით წარმოიდგინეთ საქართველო სომხეთის წინააღმდეგ მსგავს სიტუაციაში და რაგვარი იქნებოდა სომხეთის რეაქცია!
წყარო: armada.ge

Comments
Loading...