“ჩვენი შეფასების გამო, იგი ამოღებული იქნა სიის პირველადი ვერსიიდან,“ – დავით უსუფაშვილი ბოჭორიშვილზე საუბრობს

პარლამეტის თავმჯდომარემ ვრცელი განმატებები გააკეთა თუ რა შემხებლობა ჰქონდა ნუგზარ ბოჭორიშვილთან რესპუბლიკურ პარტიას.

დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ 2008 წლიდან ნუგზარ ბოჭორიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი არ ყოფილა და უსუფაშვილის თქმით, არც მანამდე და არც მას შემდეგ, ბოჭორიშვილი არც ფინანსური აქტივობით და არც პოლიტიკური საქმიანობით არ გამოირჩეოდა.

პარლამეტის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის პოზიცია იყო სწორედ ერთერთი, რის გამოც ბოჭორიშვილი საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.

„ამ თემაზე, 2011 თუ 2012 წელს პარტიას, ოფიციალურად მოგვმართა ქალბატონმა მანანა კობახიძემ, როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატმა, და გვთხოვა მიგვეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, იყო თუ არა ბოჭორიშვილი პარტიის აქტივისტი და ჰქონდა თუ არა ფინანსური კონტრიბუციები და ა.შ. ჩემი ხელმოწერით არის ეს წერილი გაცემული მაშინ, რომ ის იყო პარტიის წევრი 2008 წლამდე, საწევროს იხდიდა 2008 წლამდე, სხვა რაიმე განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეორე ეპიზოდი ბატონ ბოჭორიშვილთან დაკავშირებით, ეს იყო 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც პარლამენტი მუშაობდა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გათავისუფლების საკითხებზე. მაშინ ბოჭრიშვილის გვარი მოხვდა შესაძლო პოლიტპატიმრების წინასწარ სიაში, რომლებსაც შეიძლებოდა შეხებოდა პარლამენტის გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენ, რესპუბლიკურ პარტიას ამის თაობაზე გვკითხეს, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაფიო – რომ ჩვენ არც ერთ ეტაპზე არ განგვიხილავს ბოჭორიშვილი პოლიტპატიმრად და არ ჩაგვითვლია, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ზომები სახელმწიფოს მხრიდან უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტიურობას. ჩვენი პასუხის და ჩვენი შეფასების გამო, იგი ამოღებული იქნა სიის პირველადი ვერსიიდან,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს ე.წ. კოკაინის საქმეზე – ეს ის საქმეა, რომლის გამოც ალეკო ელისაშვილი პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლაზე ლაპარაკობს. დავით უსუფაშვილი ამ დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის რესპუბლიკურ პარტიასთან წარსულში არსებულ კავშირზე ლაპარაკობს.

Comments
Loading...