Copter – ამბავი დრონით თამაშიდან კომპანიის შექმნამდე

Copter არის შემოქმედებითი ფროდაქშენ კომპანია, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფოტო-ვიდეო კონტენტს. კომპანია ორი წელია, არსებობს და როგორც თვითონ აღნიშავენ, იღებენ იმას, რასაც სხვები – ვერ. მარკეტერი მის ერთ-ერთ დამაარსებელს, გიორგი დანელიას ესაუბრა „კოპტერის“ დაარსების ისტორიასა და საქმიანობის სპეციფიკაზე.

M: როდის გაჩნდა თქვენი ბიზნესის იდეა და რა გზა გამოიარეთ, სანამ თქვენს საქმეშიმეტნაკლებადსტაბილურობას მიაღწევდით?
იდეა ჯერ კიდევ 3 წლის წინ მქონდა, თუმცა ვისმენდი პესიმისტურ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, რომ სათამაშოებზე ფიქრს უნდა შევშვებოდი და რამე სერიოზულზე მეფიქრა. გადავწყვიტე, გამერისკა, ერთ ადამიანთან მივედი და პირველი დრონის საყიდლად 1000$ ვთხოვე. თან დავპირდი, რომ უარეს შემთხვევაში, საკუთარი ხელფასიდან ნაწილ-ნაწილ, მაქსიმუმ, 10 თვეში გადავიხდიდი. ამ ადამიანს თანხა 2 თვეში დავუბრუნე, შაბათ-კვირას გადაღებებით დაგროვებული ფულით. შემდეგ მე და ჩემმა შეყვარებულმა (ახლა უკვე ცოლმა, რომელსაც დრონების დახმარებით ვთხოვე ხელი) გადავწყვიტეთ, აქტიურად დაგვეწყო ამ მიმართულებით მუშაობა. თეოს პირველი ინვესტიციით, სამონტაჟო კომპიუტერი ვიყიდეთ და ასე დაიწყო Copter-მა საქმიანობა.

M: რამდენი ხართ Copter-ის გუნდში და ყველაზე ხშირად, რა სირთულეებს აწყდებით შეკვეთის შესრულებისას?
Copter-ში, ამ მომენტში, 6 ადამიანი მუშაობს. გვაქვს პატარა სახელოსნოც, სადაც დაზიანებული ტექნიკის, ძირითადად კი, დრონების შეკეთება მიმდინარეობს. სირთულეებს ხშირად ვაწყდებით –  დილით 6 საათზე ადგომით დაწყებული, მომენტალურად ამოვარდნილი ქარით დამთავრებული, რომელსაც დრონი, უბრალოდ, მიაქვს.


M:
არის, თუ არა, ქართულ ბაზარზე, კონკურენციაა თქვენს სფეროში 
?
ამჟამად, არსებობენ სარეკლამო სააგენტოები და არსებობენ ფრილანსერები. ჩვენ კი ზუსტად შუალედში ვართ იქ, სადაც ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლია, მიიღო ხარისხიანი პროდუქტი. რაც შეეხება კონკურენციას, არსებობენ და საკმაოდ კარგ პროდუქტსაც გვთავაზობენ. იმის გამო, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, საჭიროების მიხედვით, ხანდახან კონკურენტებთანაც გავერთიანებულვართ.
M: მოგვიყევით სახალისო ფაქტებზე კოპტერის შესახებ
ყველაზე სახალისო, ალბათ, ის იქნება, თუ იმ კითხვების ჩამონათვალს ჩამოვწერთ, რასაც ჩვენ ვისმენთ დრონით გადაღების დროს.
როცა რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელოვან კადრს იღებ, როცა თითოეული ამოსუნთქვა და გატოკება კადრზე აისახება, ძალიან მაგრად გიჭირავს მართვის პულტი და დიდი ყურადღებით უყურებ კადრს, ამ დროს ისმის კითხვები და ხანდახან სხვისი თავებიც ეკრანის წინ გეფარება:
„ძმა, ძმა, ეს ბენზინზეა?“
„აუ წამომყევი, ძმურად, ჯიხვები გადმომარეკინე“.
„აუ, ფაქტს ვერ გადაიტანს საზღვარზე?“
„სადაური წარმოებაა?“
„რამდენ მეტრზე ადის?“
„ეს ეხლა უკან მოვა და დაჯდება?“
„რა ღირს? – ჩემს ბავშვს უნდა ვუყიდო“ და ა.შ

M: რომელია თქვენ მიერ შესრულებული შეკვეთა, რომელზე მუშაობის პროცესშიც ყველაზე მეტადისიამოვნეთ?
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო რობი უილიამსის კონცერტის გადაღებები, რომელსაც თიბისი ბანკის დაკვეთით ვიღებდით. ამ ივენთისთვის თიბისიმ თვითმფრინავები იქირავა, რომლებშიც ჩვენ ვისხედით და ციდან ვამაგრებდით ბრძოლის ველს. ეს ივენთი, როგორც ბევრი სხვა დიდი ღონისძიება, იყო ნამდვილი გუნდური მუშაობის მაგალითი, როცა 6-8 ადამიანი  სინქრონში სხვადასხვა კუთხიდან ერთ საქმეს ვაკეთებდით.

Comments
Loading...