დადიანის ქუჩაზე წაქცეული ხე მანქანებს დაეცა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. დაზიანებულია 4 ავტომობილი. დადიანის ქუჩაზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება.

ადგილზე მუშაობს რამდენიმე სამაშველო ჯგუფი. მაშველები ავტომობილებს და გზის სავალ ნაწილს ასუფთავებენ.

რამ გამოიწვია ხის წაქცევა, უცნობია. შესაძლოა, მიზეზი ძლიერი ქარი იყოს.

Comments
Loading...