“დადიანის სახელოსნო” ქართული ხელოვნება რომელმაც საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა.
ცოტა ხნის წინ საერთაშორისო “კულტურის ფესტივალზე” ქართული ბრენდები წარადგინეს, განსაკუთრებული მოწონება ქართულმა ხელნაკეთმა ნივთებმა მიიქცია.MPRESS.GE გაგაცნობთ ქართველ ხელოვანს, სოფო დადიანს,რომელმაც ახლახან “დადიანის სახელოსნო”დააფუძნა და ამჟამად ქართული ტრადიციული “პწნის” კულტურას თანამედროვე ხერხებით უწევს პოპულარიზაციას.
ქალბატონო სოფო როგორ იქმნება ეს ულამაზესი ნაკეთობები?
თითეული ჩვენგანი საკმაოდ კარგად იცნობს მოდურ ტერმინს «HAND MADE»-სრულიად ხელნაკეთი. შაბლონური აქსესუარებით ავსებულ თანამედროვე სამყაროში ცდილობ გამოეყო მასას და გამოხატო საკუთარი თვითმყოფადობა, ინდივიდუალურიბა. ზოგჯერ ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჩვნ გვიყვარს რთული ამოცანები.
ამდენად, წარმოვადგინე უჩვეულო ხელოვნება – 100% ქაღალდისგან შექმნილი ხელნაკეთი დაპწნილი ნაკეთობები. ისინი იქმნება მათთვის ვინც ეძებს ორიგინალური საჩუქარს; მათთვის ვისაც სურს გამორჩეული ნივთი; მათთვის ვისაც უყვარს ორიგინალური დიზაინი და დეკორაცია; მათთვის ვისაც იტაცებს ექსკლუზიური აქსესურები; მათთვის ვინც აღიარებს ინდივიდუალური სტილით გამორჩეულ ან ტრადიციულ ნაკეთობებს.
როგორც ვიცით ხელნაკეთი ნივთების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა არამარტო საზღვრებს გარეთ,საქართველოშიც, არის თუ არა ნაკეთობების ფასები მომხმარებლის ბიუჯეტთან ადაპტირებული?
ჩვენი ერთგვარი მესიჯია, საჩუქრები ნებისმიერი ბიუჯეტისთვის!
ეს პროდუქტი შექმნილია მთლიანად ქაღალდისგან შერეული ქართული და სხვადასხვა ქვეყნის პწნის ტრადიციული მეთოდების გამოყენებით. Basket weaving-ი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხელობაა ადამიანის ცივილიზაციის ისტორიაში. Basket weaving; Basket making, Basketry – კალათების პწნა, მოწნული ხელთნაკეთი ნაწარმი. ამ ხელოვნებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უძველესი ისტორია აქვს. ის დაახლოებით 8500 წელს ითვლის. ეს ნაკეთობები ყოველთვის იყო პოპულარული თავისი მრავალფუნქციური პრაქტიკული საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და მხატვრული ღირებულებით, რასაც, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, მიენიჭა ესთეტიკური დატვირთვა. დაპწნილი ხელთნაკეთი ნივთები გვხიბლავენ დახვეწილი ფორმით, ვიზუალური სინატიფით, ნაციონალური ორიგინალობითა და შესრულების ოსტატობით.,,კალათების ქსოვის“ თანამედროვე პწნის ხელოვნება აერთიანებს სხვადასხვა ერების ტრადიციული პწნის სახეობებსა და ტექნიკას: უწყვეტს, აჟურულს, სპირალურს (პერიკორდი), ხვეულს, ფიგურულს, პირდაპირს ანუ მარტივს, ფენობრივს ანუ დახრილს, მწკრივებად, ჭადრაკისებურს, სარჟის ანუ უჯრედოვანი ქსოვილის ქსოვას, ჩითის, ატლასის ქსოვილის ქსოვას, იაპონურ ფენობრივს და ზიგზაგს, კუმი-ხიმოს, მაკრამეს, იაპონური და კელტური კვანძების ქსოვის ტექნიკის ელემენტებს, შუა საუკუნეების გამოჩენილი მათემატიკოსის ლეონარდო ფიბონაჩის რიცხვით მიმდევრობას სხვადასხვა მოხატულობის შექმნისას და სხვა.
აქ თქვენ აღმოაჩენთ ან შეუკვეთავთ უნიკალურ, ეკოლოგიურად სუფთა, ნებისმიერი სახის, ზომის დაპწნილ ნივთს და სუვენირს. მასალა, რომლისგანაც იქმნება ნაკეთობები, განსხვავდება სხვა ხელობების მიერ გამოყენებული მასალებისგან. ეს არის ქაღალდის ზოლები, რომლებისგანაც იხვევა ქაღალდის ჩხირები. გამოყენებული ჩხირების რაოდენობა დამოკიდებულია ნაკეთობის ზომაზე და ვარირებს რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ათასამდე. ხელნაკეთი მუშავდება განსაკუთრებული ტექნოლოგიით, დაცვისთვის მიზნით იფარება ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო(აკრილის) გრუნტითა და ლაქის რამდენიმე ფენით. ეს საკმაოდ შრომატევადი ტექნიკაა, რომელიც მოითხოვს დიდ სიზუსტეს, მოთმინებასა და გამოცდილებას. დაპნილი ნაკეთობები საკმაოდ მყარი და გამძლეა.
ჩემი პრიორიტეტებია უნიკალური დიზაინი, ხელნაკეთის მაღალი ხარისხი – შემიძლია გარანტია მოქცეთ, რომ ყოველი ნივთი ჩემი მაღაზიიდანა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.
სად იქნება შესაძლებელი თქვენი პროდუქციის შეძენა?
ამჟამად ლესელიძის N 22_ში მაღაზია “მიმინოში” ჯერ-ჯერობით ქართულ ბაზარზე შემოვდივართ მოკრძალებულად,ჯერ არც კი მომხდარა პროდუქციის მაშტაბური პრეზენტაცია.შეკვეთებს ტელეფონის საშუალებითაც ვიღებთ 577092569.
საახალწლოდ მინდა ჩვენს ქართველ მომხმარებელს სიურპრიზი შევთავაზო და სულ მალე “ზედმეტად ხელმისაწვდომ” ფასად იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ფუფუნება საკუთარი ახლობები ხელნაკეთი და განუმეორებელი საგნებით გაანებივრონ გრანდიოზულ ფასდაკლებას შევთავაზებ.