„დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც იძლევიან ჩვენებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას დაესწრება, სადაც, დეპუტატის ინფორმაციით, მოწმეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემენ. იგი მოუწოდებს საზოგადოებას, პროცესს დაესწრონ.

„16:00 საათზე გაიმართება სხდომა, სადაც დაიკითხებიან ის მოწმეები, რომელი მოწმეებიც, საქმის მასალებიდან გამომდინარე, იძლევიან ჩვენებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მე, პირადად, ვაპირებ, დავესწრო ამ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისას რა მოტივებით, რა კანონიერი საფუძვლებით მოქმედებდა ექსპრეზიდენტი, როცა გამოუშვა ისინი ციხიდან და ამით ქართული საზოგადოების, და არამარტო ქართულის – მთელი საერთაშორისო საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

Comments
Loading...