დაიშალოს იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა, სადაც ყველაზე უფრო დისკრედიტირებული ადამიანები არიან – კახა კუკავა

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მთავარი თემები სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებებია.

არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ ფორმით არსებობა გაუმართლებელია და სისტემაში რადიკალური ცვლილებებია გასატარებელი.

„დაიშალოს იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა, სადაც ყველაზე უფრო დისკრედიტირებული და სახელგატეხილი ადამიანები არიან თავმოყრილი. ეს ხალხი არის იქიდან გასაყრელი და ასევე სასამართლო სისტემიდანაც ის ადამიანები, ვინც სუს-ის დეპეშების საფუძველზე წერენ სასამართლო გადაწყვეტილებებს,“ – აღნიშნავს თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავა.

Comments
Loading...