დაკავებების სერია თურქეთში (ვიდეო)

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ათობით ჯარისკაცი, რომლებიც ანკარაში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს, თურქეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ხელბორკილებით, საცვლების ამარა მიიყვანეს. მათ სხეულზე ცემის კვალი ემჩნევათ.

ჯარისკაცების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ ამბოხებაში იღებდნენ მონაწილეობას.

მედიის ცნობით, ჯამში, თურქეთში 3 ათასი ჯარისკაცია დაკავებული – მაღალჩინოსნებიც და რიგითებიც.

ამასთან, თურქეთში აკავებენ მოსამართლეებსაც, რომელთაც, ასევე, გადატრიალებასთან კავშირი ედებათ ბრალად.

Comments
Loading...