დამასკოში, იუსტიციის სახლის შენობის მახლობლად თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
სასამართლოს შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიცია ტერორისტის შეჩერებას შეეცადა, რომელმაც შენობაში შესვლა სცადა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ipress.ge