დაპირისპირება წყალტუბოში ,,ნაციონალურ მოძრაოაბასა” და ,,ქართული ოცნების” წევრებს შორის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ წყალტუბოს 50-ე უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძროაბის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგელები აცხადებდნენ, გადასატან ყუთთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები, რის გამოც 83-მა ამდამიანმა საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, მათი ნაწილი იძულებული გახდა სხვების დახმარებით საარჩევნო უბანთან მოსულიყვნენ და ხმები ისე მიეცათ, რაც კანონდარღვევაა.

ამასთან, ,,ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ზურაბიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევები პროვოკაციაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წყალტუბოში უბნებზე ცდილობს ხელი შეუშალოს ხმის მიცემის პროცესს, ამიტომ მათ საარჩევნო უბნის ტერიტორის დატოვება სთხოვა.

Comments
Loading...