„დაქირავებული სხვაგან მოიკითხე რა“ – დაპირისპირება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატსა და ირაკლი მამალაძეს შორის
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილსა და ამავე საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძეს შორის თოქ-შოუ “პრიორიტეტში” დაპირისპირება მოხდა.
„ამდენი ხანია თქვენ ხართ ეთერში, თქვენ საუბრობთ და საზოგადოებას გზა-კვალი აუბნიეთ,თქვენ , მგონი, ამ საქმისთვის უფრო ხართ დაქირავებული“, – მიმართა ირაკლი მამალაძემ ადვოკატს.
აღნიშნულ ფრაზას მიხეილ რამიშვილის პროტესტი მოჰყვა.