დარჩიაშვილი: რა შუაშია ამ საზიზღრობასთან მიშა სააკაშვილი?

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ინტერნეტით გავრცელებული წამებისა და გაუპატიურების კადრების გამო „ნაციონალური მოძრაობისკენ“ ხელის გაშვერა არ შეიძლება. ეს, ივანიშვილის შემოქმედებაა, რისი ნათელი მაგალითიც ბედუკაძეა.

„ასე მეც შემიძლია ვთქვა, რომ ამ საშინელებაში „ქართული ოცნებაა“ გარეული და ეს ბრალდება სრულიად ლოგიკური იქნება“ – განაცხადა დარჩიაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში.

„ნაციონალი“ პარლამენტარის თქმით, მართალია იმ პერიოდში ხელისუფლებაში ისინი იყვნენ, მაგრამ ეს ის დროა, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა.

„იქნებ ეს საშინელება მათ მიერ დაქირავებულებმა ჩაიდინეს? ბედუკაძე ამის ნათელი მაგალითია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც ვიხილეთ, საშინელებაა, მაგრამ ამასთან რა კავშირი გვაქვს ან გოკა გაბაშვილს, ან ზურაბ ჭიაბერაშვილს და ან თუნდაც მე?! ეს საზიზღრობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ჩაიდინა. ან რა შუაშია ამ საზიზღრობასთან მიშა სააკაშვილი? ის მარტო იმიტომ ხომ არ უნდა დავადანაშაულოთ, რომ ნუკრი ქანთარიას ასე სურს“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

Comments
Loading...