„დასაბრედია ეგ შობელძაღლი“ – პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში გიორგი მამალაძე სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ დეკანოზი მამალაძე სავარაუდოდ, პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს „დასაბრედს“ უწოდებს.

„ირაკლი მამალაძე: იქ ვინები წავიდნენ ახლა? შორენაა წასული, ჰო და სოსო ი „ვსიო“ ?

გიორგი მამალძე: თორმეტი კაცი, მეუფე დიმიტრი ახლავს.

ირაკლი მამალაძე: ხო ეს შორენა, მაინც ჩაძვრა იქ.

გიორგი მამალაძე: არა, შორენა მაინც ჩაძვრებოდა. „იმენნა დასაბრედია“ ეგ შობელძაღლი“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა.

Comments
Loading...