დავით ბორჩაშვილს პატიმრობა შეეფარდა
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ტერორიზმის ბრალებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოს პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეგახსენებთ ბორჩაშვილი ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მან სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოსამართლემ გადაწვიტა ბრალდებულთან საავადმყოფოში თავად მისულიყო.