დავით დარჩიაშვილი – იქნებ გაუპატიურება ივანიშვილის დაქირავებულებმა განახორციელეს?

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის დავით დარჩიასვილის განცხადებით, ინტერნეტიტ გავრცელებული წამებისა და გაუპატიურების შესახებ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ ხელის გაშვერა არ სეიზლება.

„ასე მეც შემიძლია ვთქვა, რომ ამ საშინელებაში „ქართული ოცნებაა“ გარეული და ეს ბრალდება სრულიად ლოგიკური იქნება“ – განაცხადა დარჩიაშვილმა გაზეთ „ახალ ტაობასთან“ საუბარში.

„ნაციონალი“ პარლამენტარის ტქმიტ, მართალია იმ პერიოდში ხელისუფლებაში ისინი იყვნენ, მაგრამ ეს ის დროა, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა.

„იქნებ ეს საშინელება მათ მიერ დაქირავებულებმა ჩაიდინეს? ბედუკაძე ამის ნათელი მაგალითია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც ვიხილეთ, საშინელებაა, მაგრამ ამასთან რა კავშირი გვაქვს ან გოკა გაბაშვილს, ან ზურაბ ჭიაბერაშვილს და ან თუნდაც მე?! ეს საზიზღრობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ჩაიდინა. ან რა შუაშია ამ საზიზღრობასთან მიშა სააკაშვილი? ის მარტო იმიტომ ხომ არ უნდა დავადანაშაულოთ, რომ ნუკრი ქანთარიას ასე სურ“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, რაც მოხდა, ეს საშინელებაა და ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას „ნაციონალები“ არ გაურბიან, ოღონდ პარტიის აკრძალვა და მათი ნაცისტებთან შედარება მეტისმეტია.

Comments
Loading...