დავით მაღრაძე: ისინი ალბათ თავად აპირებდნენ გასროლას, რომ მერე ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ და ქაოსი აეტეხათ

პოეტი დავით მაღრაძე მედიაში გავცრელებულ აუდიოჩანაწერბზე საუბრობს, სადაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას საუბრებია აღბეჭდილი და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა” თავად აპირებდა გასოლას, შემდეგ ეს ფაქტი ხელისუფლებისთვის დაებრალებინა და ქვეყანაში ქაოსი აეტეხა. ამის შესახებ მაღრაძემ გადაცემა „მაესტროს ფაქტორში” ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ ქვეყანაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მთავარია საზოგადოება არ აჰყვეს პროვოკაციებს და არ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან.

„გაუკვირდა ეს ვინმეს? მათ ავადმყოფ ტვინებში რაც იხარშებოდა და რაც უნდოდათ, რომ ჩვენთვის დაებრალებინათ 9 წლის მანძილზე, ახლა ამას ახორციელებენ თავად. რაშიც ჩვენ ცილს გვწამებდნენ, დღეს ამას ახორციელებენ. თავადაც აღიარეს, რომ ეს ჩანაწერები რეალურია, ეს საუბარი შედგა. იქ საუბარია ბოევიკებზე. როგორც მათ აგვიხსნეს, თურმე ბოევიკები ყოფილან კეთილშობილ ქალთა სემინარიის წარმომადგენლები. საუბარია რკინების დაყრაზე, კარვების გაშლაზე, გასროლის გამოწვევაზე. მე რომ მათი ფანტაზიის შესახებ ვიცი, რა თქმა უნდა, ისინი ალბათ თავად აპირებდნენ გასროლას, რომ მერე დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის და აეტეხათ ქაოსი.

გამოაშკარავდა ნამდვილი მეპატრონე ამ ტელევიზიის? ხომ გამოვიდა და დაალაგა სტრატეგია, თუ რანაირად უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი და მივიდეს სახელმწიფო გადატრიალებამდე?

აქვე მინდა მივულოცო სააკაშვილის მხარდამჭერ ელჩებს, რომ ის მათ იდიოტებად იხსენიებს. გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას სააკაშვილთან მეგობრობის გზაზე. მემგონი თქვენ არ იმსახურებთ ამ ეპითეტს, თუ არადა თქვენ თავადვე უნდა წარმოაჩინოთ იმსახურებთ თუ არა ამას. გააჩნია როგორ შედგება თქვენი შემდგომი ურთიერთობები.

ქვეყანა აშენებს სახელმსიფოს, რომ დაცულად იგრძნოს თავი შიგნიდან თუ გარეშე მოძალადისაგან. ერთი სიტყვით, როდესაც გარკვეული ორგანიზაცია ამბობს, რომ გავა კონსტიტუციური სივრციდან, მთავარია ჩვენ არ გავიდეთ ამ სივრციდან, მოსახლეობა არ უნდა გავიდეს ამ სივრციდან”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

Comments
Loading...