დავით ნარმანიას მოადგილეს შესაძლოა, თანამდებობის დატოვება მოუწიოს

არტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას გეგმავს.

„ინფო 9“-ის ინფორმაციით, პარტიაში ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი შეარჩიეს.

შესაბამისად, მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ქუთაისში დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.

Comments
Loading...