დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ! ბათუმში, ხანძრის შედეგად, 12 ოჯახს სახლი დაეწვა
ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, 12 ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. შემთხვევის შედეგად, 70-მდე ადამიანი ღია ცის ქვეშ იმყოფება.
ხანძრის სავარაუდო მიზეზად, ელექტროსადენების გაუმართაობა სახელდება.
დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და დახმარებას ითხოვენ.