დე-ფაქტო უშიშროების პრესსამსახური,დაკავებული ქართველების შესახებ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულ პირებს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ. რუსმა სამხედროებმა ამჯერად ზნაურის რაიონის სოფელ კალეთთან 79 და 52 წლის პირები დააკავეს. სააგენტო “რესი”, დე-ფაქტო უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მკვიდრნი საქონლის ძებნის დროს აიყვანეს. ერთ-ერთი დაკავებული ქალბატონია.