დედაქალაქის ავტოპარკს კიდევ 15 ახალი ავტობუსი შეემატა

თბილისში „Man’’-ის ფირმის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე კიდევ 15 ახალი ავტობუსი ივლის.

15-ვე ავტობუსი #51-ე ხაზზე დაინიშნება და გრძელ დისტანციაზე – გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს.

ახალი ავტობუსები მედიის წარმომადგენლებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ წარუდგინა.

ავტობუსები ხაზზე პირველ იანვარს გავა და მგზავრებს სტანდარტულ ფასად -50 თეთრად მოემსახურება. ასევე, დაწესებული შეღავათებიც შენარჩუნდება. პირველი რეისის შესრულებამდე ახალ ავტობუსებს განაბაჟებენ და ტექნიკურად მოამზადებენ.

შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ კონკურსის წესით შერჩეული მძღოლები გადამზადდებიან. უკვე ცნობილია, რომ მალე თბილისი წინსწრებით კიდევ 10 ავტობუსს მიიღებს და იანვრის ბოლოდან ისინი #37-ე ხაზზე სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ.

 

 

წყარო :  epn.ge

Comments
Loading...