დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასი“ შეზღუდვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლაბრის მოედნის, ვარდის მოედნის, კახეთის გზატკეცილის, მეტრო „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ერისთავის, ალადაშვილის, ხივინის, მესხიშვილის, დმანისის, აწყურის, შორაპნის და ჯორჯ ბუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ჩხენკელის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

Comments
Loading...