დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასი“ შეზღუდვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვარდის მოედნის, ალადაშვილის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის, ხეივნის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაონის II რიგის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, რომელაშვილის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

Comments
Loading...