დედოფლისწყაროში „წითელ წიგნში” შეტანილ სარსარაკიზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამართალდამღვევები ნადირობდნენ ე.წ. “პროჟექტორის” გამოყენებით. უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ 1 ერთეული კურდღელი და საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ სახეობა 16 ერთეული სარსარაკი.
სავათისებრთა ოჯახის ფრინველი საერთაშორისო კონვენციების თანახმად, შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში და მისი მოპოვება აკრძალულია.
გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 24 000 ლარი შეადგინა.
სამართალდამღვევებს ჩამოერთვათ და დაილუქა იარაღები. შედგა ადმინისტრაციული ოქმები.
ვინაიდან, მასალები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
წყარო: sazogadoeba.ge